დღეს ყველა ქრისტიანმა ეს ლოცვა უნდა წაიკითხოს
1779344721
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ ახალი დირექტივა გამოსცა, რომლის თანახმადაც გამდიდრებული ურანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ უნდა გაიტანონ და ის ქვეყანაში უნდა დარჩეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერის ახალმა ბრძანებამ, შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმედგაცრუება გამოიწვიოს და ისედაც რთული სამშვიდობო მოლაპარაკებები კიდევ უფრო გაართულოს.
როგორც Reuters-ს ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაარწმუნა, რომ ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო გამდიდრებული ურანის მარაგები ირანში არ დარჩება და ეს მუხლი ნებისმიერი ტიპის სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იქნება.