„ნამდვილი ძალა დახმარების თხოვნაშია...“ - ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1779393474
შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველო მუშაობას პირველი ივნისიდან დაიწყებს. ახალი სტრუქტურის ფუნქცია სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული რიტორიკის მონიტორინგი, ასევე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
მმართველ გუნდში მიუთითებენ დასავლურ პრაქტიკაზე და ხაზგასმით ამბობენ, რომ მიზანი არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ პასუხისმგებლიანი საჯარო კომუნიკაციის დამკვიდრებაა.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. არჩილ გორდულაძის განცხადებით, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა დაიცვან ადამიანების ღირსება და ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე.
"ყველას, ვისაც საკითხი აინტერესებს, თუ როგორ შეიძლება იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული, ერთი მხრივ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ სხვათა უფლებები, განსაკუთრებით ხელშეუვალი ადამიანის ღირსება, წაიკითხოს მილაძე-საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ადამიანების, სამართალდამცველების, საჯარო მოხელეების, პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო სივრცეში და სოციალური ქსელით ლანძღვა-გინება, არ ექცევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში. აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმურია, სახელმწიფო ჰქონდეს პოზიტიური ვალდებულება, ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.