ირანის იერიშის შედეგად ისრაელში საცხოვრებელი სახლი დაინგრა - არის მსხვერპლი

ისრაელი

ირანის მიერ მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად ისრაელის ქალაქ ბათ იამში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ერთ-ერთი ბალისტიკური რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ბევრი ბავშვია. დაახლოებით 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ადგილზე ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ამასთან, ირანის იერიშის შედეგად ისრაელის ქალაქ ტამრაში დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ირანში აცხადებენ, რომ ისრაელზე ბოლო დარტყმების დროს ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.

საერთო ჯამში, ბოლო 24 საათში ირანის მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.