როგორ ავარჩიოთ გემრიელი საზამთრო - ფერმერმა დაასახელა ერთადერთი ნიშანი, რომელიც ნაყოფის სიმწიფეზე მიუთითებს

საზამთრო

ალბათ თქვენც გქონიათ შემთხვევა, რომ ბაზარზე ან მაღაზიაში ნაყიდი საზამთრო უგემური აღმოჩნდა. იმისათვის, რომ ეს აღარ განმეორდეს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ შეარჩიოთ მწიფე ნაყოფი. ფერმერი და პენსილვანიაში გაშენებული ორგანული ხილისა და ბოსტნეულის ფერმის მეწილე ჯორჯ ბრიტენბურგი გვიზიარებს, რაც უნდა გავითვალისწინოთ საზამთროს შეძენისას. ამის შესახებ წერს Eatingwell.

სავარაუდოდ გსმენიათ სხვადასხვა მეთოდის შესახებ, რომლებიც თითქოს საზამთროს სიმწიფის დადგენაში გვეხმარება — მაგალითად, დაკაკუნება და ხმის შეფასება, ყვითელი ლაქები ან კანის ზედაპირზე არსებული "შაქრიანი ბორცვები". თუმცა, ბრიტენბურგის თქმით, ეს მეთოდები, სამწუხაროდ, დიდად ეფექტური არ არის. მისი განმარტებით, რეალურად ძალიან ცოტა რამის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა ნაყოფი უკვე მაღაზიაშია.

"საზამთრო უნდა მოკრიფონ მაშინ, როცა ისინი უკვე მწიფეა, რათა ბაზარზე ყიდვისას მზად იყოს. ჩვენ, როცა ვკრეფთ საზამთროს, რამდენიმე ნიშანს ვადევნებთ თვალს. მას შემდეგ, რაც ნაყოფი სასურველ ზომას მიაღწევს, პირველი ნიშანი არის ფოთლების შეჭმუხვნა. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი კი ისაა, რომ ე.წ. ქოჩორი,  მთლიანად უნდა გამოშრეს.  ეს სიმწიფის კიდევ ერთი სარწმუნო ნიშანია", – განმარტა ფერმერმა. მისი თქმით, თუ ნაყოფის მოსაწყვეტად ძალისხმევაა საჭირო — ეს ნიშნავს, რომ ნაყოფს ჯერ კიდევ სჭირდება მომწიფება.

მეოთხე ნიშანი, რომ საზამთრო მზად არის მოსაკრეფად — არის მუქი ყვითელი ლაქა ნაყოფის ზედაპირზე. ბრიტენბურგის თქმით, სწორედ ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს მაღაზიაში შეუძლია განსაზღვროს, არის თუ არა საზამთრო მწიფე.