1692302192
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 242 მგზავრი იმყოფებოდა

ინდოეთში, ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი, რომელიც აჰმადაბადიდან ლონდონში მიფრინავდა, ჩამოვარდა.
არსებული ინფორმაციით, ბორტზე 242 მგზავრი იმყოფებოდა. კატასტროფა აფრენისას მოხდა. სავარაუდოდ, თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა.
ინფორმაცია დაღუპულებსა და დაშავებულებზე ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ დეტალებს არკვევენ.