ჰარვარდის უნივერსიტეტს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

ჰარვარდი

ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. უნივერსიტეტს ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

საჩივრის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს არღვევს.

„მთავრობის უახლესი ქმედება არის აშკარა შურისძიება ჰარვარდის მიერ იმ უფლებების გამოყენების გამო, რომლითაც სასწავლებელმა უარყო მთავრობის მოთხოვნები ჰარვარდის მმართველობის, სასწავლო გეგმის და მისი ფაკულტეტისა და სტუდენტების „იდეოლოგიის“ კონტროლისთვის“, –  ნათქვამია ჰარვარდის მიერ წარდგენილ საჩივრის ასლში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა.