VIDEO: "ასე გავხდი მამა, რომელსაც დაერქვა დედ-მამა..." - გიორგი ყიფშიძის გულახდილი ინტერვიუ
1761765903
ჰაიტიში ქარიშხალ „მელისას“ შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ადგილობრივმა მერმა, ჟან ბერტრან სუბრემმა განაცხადა, რომ პეტი-გოავის პორტში ჩამონგრეულია რამდენიმე სახლი, სადაც ადამიანები არიან მოყოლილი, ათამდე პირი კი დაკარგულად ითვლება.
მედია წერს, რომ ქარიშხალი ჰაიტის სერიოზულ ზიანს მიაყენებს, რადგან მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რომლებსაც სტიქია დაატყდათ თავს, ჰაიტი ყველაზე ნაკლებადაა განვითარებული. ასევე ვარაუდობენ, რომ რამდენიმე დასახლება შესაძლოა, იზოლაციაში აღმოჩნდეს.