გოგონამ ანანასის ტატუ გაიკეთა, თუმცა მოგვიანებით შოკში ჩავარდა, როდესაც მისი მნიშვნელობა გაიგო

ტატუ

ტატუს გაკეთებისას ადამიანები გარკვეულ ნახატს თუ სიმბოლიკას ირჩევენ, რომელსაც მათთვის გარკვეული კონკრეტული დატვირთვა აქვს. თუმცა ზოგჯერ ადამიანები ტატუს არჩევისას არ ითვალისწინებენ მათ მიერ არჩეული ნახატის ფარულ მნიშვნელობას. სწორედ ერთ ასეთ შემთხვევაზე წერს გამოცემა Mirror.

გოგონამ სახელად ბრიტანი ლევინმა გადაწყვიტა, რომ სრულიად უწყინარი ტატუ გაეკეთებინა — მან წინამხრაზე ანანასის გამოსახულება დაიხატა. თავიდან ეს იდეა მხიარულად მოეჩვენა, თუმცა სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა: ერთ-ერთმა მეგობარმა ურჩია, შეესწავლა იმ სიმბოლოს „ფარული კოდი“.

საქმე იმაშია, ამობრუნებული ანანასი — ფარული სიმბოლოა, რომლითაც სვინგერები (პარტნიორთა გაცვლის პრაქტიკის მიმდევრები) ერთმანეთის ამოცნობას ახდენენ.

ასე რომ, სრულიად უწყინარ ანანასს შეიძლება მოჰყვეს არასასურველი ყურადღება და დაინტერესება მოჰყვეს.