სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1747394333
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის თქმით, ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია. ამის შესახებ სტარმერმა ალბანეთში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ევროპელი ლიდერების სამიტი მიმდინარეობს.
სტარმერის თქმით, ისინი ესაუბრნენ პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც ტირანაში მათთან სტამბოლის შეხვედრის დეტალების გასაცნობად ჩავიდა.
„რუსეთის პოზიცია ცხადია, მიუღებელია და ეს პირველად არ ხდება. პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისა და პრეზიდენტ ტრამპთან განხილვის შედეგად, ჩვენ მჭიდროს ვათანხმებთ და კოორდინაციაში მოგვყავს ჩვენი პასუხი და გავაგრძელებთ ამის კეთებას“, – განაცხადა სტარმერმა.