ჯარიმა 1000 ლარი და პროდუქციის კონფისკაციაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
1779299235
ისრაელი კატეგორიულად უარყოფს ისრაელის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას - ევროკავშირმა თვითნებურად და პოლიტიკური მოტივებით აირჩია სანქციების დაწესება ისრაელის მოქალაქეებისა და სუბიექტების მიმართ, მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა.
„ასევე აღმაშფოთებელია ის მიუღებელი შედარება, რომელიც ევროკავშირმა ისრაელის მოქალაქეებსა და „ჰამასის“ ტერორისტებს შორის გაავლო. ეს არის სრულიად დამახინჯებული მორალური ეკვივალენტობა.
ისრაელი იცავდა, იცავს და კვლავაც დაიცავს ებრაელთა უფლებას, დასახლდნენ ჩვენი სამშობლოს გულში. მსოფლიოში არცერთ სხვა ხალხს არ გააჩნია საკუთარ მიწაზე ისეთი დოკუმენტირებული და ხანგრძლივი უფლება, როგორიც ებრაელ ხალხს ისრაელის მიწაზე. ეს არის მორალური და ისტორიული უფლება, რომელიც ასევე აღიარებულია საერთაშორისო სამართლით და ვერცერთი სუბიექტი ვერ წაართმევს მას ებრაელ ხალხს. სანქციების მეშვეობით პოლიტიკური შეხედულებების თავს მოხვევის მცდელობა მიუღებელია და ის წარმატებას ვერ მიაღწევს“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.