ვანგას 5 პროგნოზი, რომელიც მან 2025 წლისთვის იწინასწარმეტყველა
1749934555
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად განიხილოს შემდეგი თავდაცვითი პაკეტის შესყიდვის საკითხი. ამის შესახებ ზელენსკიმ ვენაში, ავსტრიის პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.
„ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მე პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრაზე განვიხილავ, ეხება თავდაცვით პაკეტს, რომლის შესაძენად უკრაინა მზად არის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ამერიკული დახმარების მნიშვნელოვანი როლის შესახებაც წინა წლების განმავლობაში და განმარტა, რომ ჯერჯერობით არავის სურს წარმოიდგინოს, როგორ იცხოვროს და იბრძოლოს შტატების დახმარების გარეშე.
ამჟამად ორ ქვეყანას შორის ახალი დახმარების შესახებ ფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ ეს საკითხი განიხილება პრეზიდენტ ტრამპთან მომავალი შეხვედრის დროს .
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას აპირებს.