1750119344
ისრაელის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

ბრიტანულ ტელეაერხ Sky News-თან ინტერვიუში ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ისრაელს სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ თავს დასხმოდა ირანს, რადგან ის წინ მიიწევდა ბირთვული ბომბის შექმნისკენ.
„როდესაც იღებთ ასეთი ისტორიული მნიშვნელობისა და მასშტაბის გადაწყვეტილებებს, უნდა გააანალიზოთ ყველა ასპექტი და ყველა ფაქტი. სიმართლე ისაა, რომ სხვა არჩევანი არ იყო“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
„მე ყოველთვის მკაფიოდ ვამბობდი ჩვენი მტრების ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით - ის დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას“, - დასძინა მან.