„ბაჩოს მოკიდებენ ხელს და ვიტყვი ვინც არის წყარო „ნაცმოძრაობიდან“...“ - ანი ნადარეიშვილი
1757696670
თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში სეტყვის შედეგად სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის ვენახები დაზიანდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მონაცემებით, სოფლებში - რუისპირსა და ვარდისუბანში სეტყვის შედეგად ჯამში, 150 ჰექტარი ვენახის ფართობია დასეტყვილი.
ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დაზიანებულ ყურძენს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, კოორდინირებულ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული ვენახების შეფასება, რის შემდეგაც მოხდება შესაბამისი ღონისძიებები გატარება. კერძოდ, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენი მიიღოს 1 კგ 1 ლარად სხვადასხვა ლოკაციაზე. მევენახე - ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა დროულად ჩააბარონ დაზიანებული ყურძენი“, - ამბობენ ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, თელავი და მიმდებარე სოფლები, ორი დღის განმავლობაში უკვე ორჯერ დაისეტყვა.სტიქია იყო ყვარლის მუნიციპალიტეტშიც, კერძოდ სოფელი შილდაში, სადაც ხეხილის ბაღები და ვენახების ნაწილი დაზიანდა.