„ბაჩოს მოკიდებენ ხელს და ვიტყვი ვინც არის წყარო „ნაცმოძრაობიდან“...“ - ანი ნადარეიშვილი
1757696670
ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტაილერ რობინსონი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე, იუტაში დააკავეს, ამის შესახებ FBI-ის დირექტორმა ქეშ პატელმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"36 საათზე ნაკლებ დროში - უფრო ზუსტად, 33 საათში - ფედერალური მთავრობის, იუტაში ჩვენი პარტნიორებისა და გუბერნატორ კოქსის წყალობით, რეკორდულ დროში დავაკავეთ ეჭვმიტანილი“, - თქვა პატელმა.
"FBI-მ უკვე განიხილა მტკიცებულებები“, - თქვა პატელმა და დასძინა, რომ 11 000-ზე მეტი ვერსია იქნა მოძიებული.
31 წლის კონსერვატორი, გავლენიანი ადამიანი და დონალდ ტრამპის მოკავშირე, ოთხშაბათს იუტას ველის უნივერსიტეტში გამართული საჯარო ღონისძიების დროს მოკლეს.