მარტივი ხერხი თუჯის ტაფის გასარეცხად, რათა მან წლების განმავლობაში გაძლოს
1759756680
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზის საკითხზე შეთანხმება მალე მიიღწევა.
„ნეთანიაჰუ ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი შეთანხმებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველა ქვეყანა პოზიტიურადაა განწყობილი. თითქმის ყველა სახელმწიფო მუშაობს ამ შეთანხმებაზე და ცდილობს მის მიღწევას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, აქვს თუ არა მას პირობები, რომლის კომპრომისზე არ წავა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ იგი არ დაეთანხმება შეთანხმებას, თუ მისი ძირითადი მოთხოვნები არ შესრულდება.
„ნამდვილად ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ. ნამდვილად კარგი შანსი გვაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ და ეს იქნება გრძელვადიანი შეთანხმება. პრაქტიკულად ჩვენ მივიღეთ სიგნალი ირანისგანაც, მათ სურთ შეთანხმების განხორციელება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.