დონალდ ტრამპი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს

დონალდ ტრამპი

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის ამერიკის ისტორიაში უკვე ყველაზე ასაკოვანი ლიდერია.

ტრამპი 78 წლის იყო, როდესაც 2024 წელს მეორე ვადით აირჩიეს შეერთებული შტატების პრეზიდენტად. ამით მან მოხსნა თავისი წინამორბედის ჯო ბაიდენის რეკორდი, რომელიც 77 წლის ასაკში აირჩიეს პრეზიდენტად.

აშშ-ის კონსტიტუცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მხოლოდ მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს აწესებს: 35 წელი. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. ამგვარად, თუ ტრამპი საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე, 2029 წლის იანვრამდე შეასრულებს, მაშინ ის 83 წლის იქნება. ეს კიდევ ერთხელ მოხსნის ჯო ბაიდენის რეკორდს, რომელიც თანამდებობის დატოვებისას 82 წლის იყო.