დიდი ხანია, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის დიდ ნაწილში შიდა პოლიტიკა მიმართულია ისრაელის საწინააღმდეგოდ - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, დასავლური ქვეყნები, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ, ამას ძირითადად შიდა პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე აკეთებენ.

„ეს სიმბოლურია და ისინი ამას ერთი მიზეზით აკეთებენ – შიდა პოლიტიკის გამო. დიდი ხანია, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ევროპის დიდ ნაწილსა და ირლანდიაში შიდა პოლიტიკა ისრაელის საწინააღმდეგოდ არის მიმართული და ისინი დიდ შიდა ზეწოლას განიცდიან, რომ რამე გააკეთონ“, – განაცხადა რუბიომ.

მარკო რუბიოს თქმით, რეგიონის მომავალი არ გადაწყდება გაეროს რეზოლუციებითა და ლიდერების განცხადებებით, არამედ, მაშინ, როდესაც პალესტინის ტერიტორიების მმართველები ტერორისტული ორგანიზაციები აღარ იქნებიან.