სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
1755037090
დღეს, ბრალს წაუყენებენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კიდევ სამ პირს, მათ შორის, არის გიორგი მიქაძეც. მის ძმას, დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს კი, რომლებიც ქვეყანაში არ იმყოფებიან, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
დაკავებულებს ედავებიან შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-გასაღებას, დანაშაულის დაფარვას და ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.
გამოძიების ინფორმაციით, ძმებმა მიქაძეებმა ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტს, გიორგი ჯოხაძეს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება სთხოვეს. დავალებას ჯოხაძის დაცვის წევრი გელა უძილაური დათანხმდა, რომელმაც 14 მარტს, ჭავჭავაძეზე ჯანგველაძეს 14-ჯერ ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოტივი სხვადასხვაა, მათ შორის, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული დაპირისპირება, თუმცა "კურიერმა" გაარკვია, რომ გამოძიება ასევე მუშაობს ვერსიაზე, რომ მკვლელობის უკან, ქურდულ სამყაროში წარსულში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გამო დაწყებული შურისძიებაც დგას.
"ის თვლის, რომ თუ მის მიმართ ბრალი იქნება წარდგენილი, ეს იქნება აბსურდული ბრალდება, ვინაიდან მისი პოზიციაა და რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაცაა, რომ მას არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ მკვლელობის ფაქტთან. სხვა ვერსიებზეც, რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დამიდასტურა, რომ ეს ვერსიაც არის აბსურდული. მათ არანაირი ე.წ. კვეთა და რაიმე კონფლიქტი არ ჰქონიათ", - განაცხადა გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.