1755115333
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ.
საქმე ეხება გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭიშვილს და მამუკა ბაღდავაძეს.
რაც შეეხებათ გიორგი მიქაძის ძმას, დავით მიქაძეს და ასევე გიორგი ჯოხაძეს, რომლებიც ქვეყანაში არ იმყოფებიან, მათ ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ.
დაკავებულებს შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედებათ ბრალად.
გამოძიების ინფორმაციით, ძმებმა მიქაძეებმა შეკვეთით მკვლელობა დააორგანიზეს. დაუკავშირდნენ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, გიორგი ჯოხაძეს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს. ჯანგველაძეს გელა უძილაურმა ესროლა, რომელიც ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელია.
გუშინ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.