ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ვიქტორ ორბანი ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ვეტო მოხსნას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ზელენსკი არ თვლის, რომ ამის სანაცვლოდ ვიქტორ ორბანს რაიმე უნდა შესთავაზოს.
გარდა ამისა, ზელენსკის განცხადებით, ომის დროს, უკრაინას უნგრეთის პრემიერ-მინისტრისგან არანაირი მხარდაჭერა არ მიუღია.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი წერს, რომ უნგრეთს უკრაინის წინაშე ვალდებულება არ აქვს. რაც შეეხება უნგრეთის დახმარებას უკრაინის მიმართ, ორბანი დეტალურად ჰყვება, რომ მისმა ქვეყანამ მიიღო უკრაინიდან დევნილები, ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან უნგრეთის საზღვარი გადაკვეთა 14 მილიონზე მეტმა ადამიანმა, უნგრეთში ფუნქციონირებს უკრაინული სკოლები და უკვე უმასპინძლა 10 ათასზე მეტ უკრაინელ ბავშვს უნგრეთის ბანაკებში, ასევე აფინანსებს სკოლებისა და ბაღების აღდგენას უკრაინაში, უნგრეთმა მოამზადა უკრაინელი მედ პერსონალი, ქვეყანა ზრუნავს უკრაინელ დაჭრილ ჯარისკაცებზე და, ბოლოს, ორბანმა აღნიშნა ისიც, რომ გასულ წელს უნგრეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იყო.
"ჩვენ დღემდე სულ დავხარჯეთ 200 მილიონი ევრო უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე. სამწუხაროა, თუ ეს პრეზიდენტ ზელენსკისთვის არაფერს ნიშნავს" - წერს ორბანი.