„ჩემი მეუფე აღარ მყავს…“ – ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მიტროპოლიტი სერაფიმე

გარდაიცვალა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა). ინფორმაციას საპატრიარქოში ადასტურებენ.

მომღერალი ზურა ხაჩიძე მიტროპოლიტის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„ჩემი მეუფე აღარ მყავს… გაგვიფრინდა უფალთან” 

შეგახსენებთ, მეუფე სერაფიმე რამდენიმე დღის წინ ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს.