Daily Mail: კანადაში, ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი წამებით მოკლა

სსჯ

კანადაში, ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი წამებით მოკლა- ამის შესახებ Daily Mail-ი იტყობინება.

როგორც სასამართლომ მოისმინა, კანადელი  ლესბოსელი წყვილი 12 წლის ბიჭს იქამდე აწამებდა, სანამ ის არ დასუსტდა და არ გარდაიცვალა. 
ბავშვი, რომელსაც ინიციალებით LL მოიხსენიებენ, ზრდა შეწყვიტა და სიკვდილამდე ერთი წლით ადრე კიდევ უფრო დაპატარავდა.

გამოცემის ცნობით, ძმები ლ.ლ. და ჯ.ლ. 2017 წლიდან მოძალადე ლესბოსელებთან, ბრენდი კუნისთან და ბეკი ჰამბერთან ერთად ცხოვრობდნენ. შვილად აყვანა ოფიციალურად ექვსი წლის განმავლობაში არასოდეს დასრულებულა, მაგრამ კანადის კანონმდებლობის თანახმად, ბავშვები ადგილობრივი ბავშვთა დახმარების საზოგადოების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდნენ და ფაქტობრივად გეი წყვილთან ერთად ცხოვრობდნენ.

როგორც გამოძიებით გამოვლინდა, გარყვნილები ბავშვებს შეურაცხყოფდნენ, სცემდნენ, აშიმშილებდნენ და ცივ წყალს ასხამდნენ. სასამართლოში წაკითხულ სამედიცინო პერსონალის წერილში აღნიშნული იყო: „ამ წყვილის აღზრდის სტილი და მათი „უსაფრთხოების ზომები“ თერაპიულზე უფრო სასტიკი იყო. ისინი ბიჭებს კარვებში ძილს აიძულებდნენ, ოთახებს ბრეზენტით აფარებდნენ და ტანსაცმელს პლასტმასის შესაკრავებით ამაგრებდნენ. ორივეს ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა, რაც უკონტროლო აფეთქებებს იწვევდა“.

სადისტები ამტკიცებდნენ, რომ უფროს ბიჭს „კვების დარღვევა“ ჰქონდა, რის გამოც, მათი თქმით, ბავშვები ზედმეტად გამხდრები გამოიყურებოდნენ. ოჯახის ექიმმა გრეჰემ დანკანმა აღიარა, რომ მას შემდეგაც კი, რაც გაიგო, რომ ბიჭმა ერთ წელიწადში 5 კილოგრამი (11 ფუნტი) დაიკლო, მან არ გასინჯა ბავშვები ტანსაცმლის გარეშე, არ გაუზომა მათი არტერიული წნევა და არ აკონტროლა მათი დიეტა. 2022 წლის 21 დეკემბერს, ერთ-ერთი ძმა სახლის სარდაფში უგონო მდგომარეობაში, სველი და გამხდარი იპოვეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლესბოსელებმა აღიარეს დანაშაული პირველი ხარისხის მკვლელობაში, უკანონო პატიმრობაში, ელვაშესაკრავებით თავდასხმასა და გარდაცვლილი ბავშვის უმცროსი ძმისთვის დახმარების გაუწევლობაში. ჯ.ლ. ბავშვთა კეთილდღეობის ორგანოებმა მეურვეობიდან გაათავისუფლეს.