ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
ჩვენი მამოძრავებელი სლოგანი უნდა იყოს „გახადე ნატო ისევ დიადი“, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს რუსეთს ჩამოვრჩებით, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჰააგაში, ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენი ამბიციის ცენტრალური ნაწილია ნატო-ს ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდა. ეს პროცენტები არ იბრძვიან ბრძოლის ველზე, მაგრამ ეს უნდა გადაიქცეს ნაღდ ფულად, ხოლო ფული უნდა გადაიქცეს რეალურ თავდაცვით შესაძლებლობებად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩამოვრჩებით რუსეთს“, – განაცხადა ნაუსედამ.
მისი თქმით, რუსეთი გაცილებით მეტ აღჭურვილობასა და ტყვია-წამალს აწარმოებს, ვიდრე ნატო-ს ყველა წევრი ერთად. ამასთან, ნაუსედამ ხაზი გაუსვა, რომ ლიეტუვა მზადაა, წელს თავდაცვის ხარჯებზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ი დახარჯოს, ხოლო მომავალ წელს 5%-ზე მეტი დააბანდოს სამხედრო ბიუჯეტში.