7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია - ინფორმაცია მშობლებისთვის
1750838991
ჩვენ განვახორციელეთ მასშტაბური და ზუსტი დარტყმა ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტებზე და ის ძალიან წარმატებული იყო. ეს იყო გამანადგურებელი. სხვა ვერცერთი ქვეყანა ამას ვერ შეძლებდა და ამერიკული ძალის ამ შესანიშნავმა გამოვლინებამ გზა გაუხსნა ცეცხლის ისტორიულ შეწყვეტას მშვიდობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეს იყო 12-დღიანი ომი და ფიქრობს, რომ ის დასრულდა.
„ჩვენ არა მხოლოდ მტკიცედ გავუმკლავდით ირანის ბირთვული პროგრამის კრიტიკულ საფრთხეს, რაც მე მსურდა და ვამბობდი, რომ ირანს არ უნდა ჰქონოდა ბირთვული შეიარაღება, მე ამას 15 წლის წინაც ვამბობდი, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდი, არამედ, ჩვენ ასევე დავადასტურეთ ამერიკული შეკავების ძალის სანდოობა. ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, მე მთლიანად განვაახლე შეიარაღებული ძალები და ჩვენ შესანიშნავი არმია გვყავს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე წაიკითხა ისრაელის ატომური სააგენტოს კომისიისგან მიღებული წერილი, სადაც სააგენტო ადასტურებს ბირთვული ობიექტების განადგურებას.
„როგორც იცით, აშშ-ის გამანადგურებელმა დარტყმამ ფორდოზე გაანადგურა ტერიტორიაზე არსებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და სრულად გამოიყვანა მწყობრიდან გამამდიდრებელი ობიექტი. ის განადგურებულია. ჩვენი შეფასებით, ამერიკულმა დარტყმამ ბირთვულ ობიექტებზე მრავალი წლით უკან დახია ირანის მიერ ბირთვული შეიარაღების განვითარების შესაძლებლობა. ეს მიღწევა შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს, თუკი ირანი არ მიიღებს წვდომას მის ბირთვულ მასალებზე, რაც არ მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.