1779434747
Bloomberg: ირანმა 30-მდე ამერიკული MQ-9 Reaper დრონები გაანადგურა, რომელთა ღირებულება თითქმის, 1 მილიარდი დოლარია
ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდე შეერთებულმა შტატებმა უპილოტო საფრენის აპარატების - MQ-9 Reaper-ის დაახლოებით 20% დახარჯა. საერთო ღირებულებამ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
სააგენტოს წყაროს თქმით, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების უდიდესი ნაწილი ცაში გაანადგურა. თუმცა, ზოგი მათგანი მიწაზე, სარაკეტო დარტყმების შედეგად განადგურდა.
კონგრესის საგამოძიებო სამსახურის მაისის ანგარიშის მიხედვით, ამერიკულმა არმიამ 24 უპილოტო MQ-9 Reaper დაკარგა. Bloomberg-ის წყარო ამბობს, რომ მათი რაოდენობა შესაძლოა, 30-ს აღწევდეს. მათ რიცხვში შედის როგორც განადგურებული, ასევე დაზიანებების შემდეგ ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი აპარატები.
ერთი MQ-9 Reaper დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარი ღირს და მას დინამიკური სამიზნეების დაზვერვისა და განადგურებისთვის იყენებენ.












