36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ
საკითხებს.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა არსებული პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.