ქუთაისში, მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის ასაღებად მისული მამაკაცი ცუდად გახდა და კლინიკაში გარდაიცვალა

ეკიპაჟი

ქუთაისში, მომსახურების სააგენტოში, მართვის მოწმობის აღების მიზნით მისული მამაკაცი გარდაიცვალა.

„60 წლამდე ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა გამოცდაზე და პროცესში გახდა ცუდად, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც გარდაიცვალა“ - უთხრეს „პრაიმტაიმს“