ბელგიაში სამხედრო ბაზის თავზე ამოუცნობი დრონები შენიშნეს

ბელგია

ბელგიის აღმოსავლეთით მდებარე კლაინე-ბროგელის სამხედრო-საჰაერო ბაზის თავზე ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს. ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ეს ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორე ასეთი ინციდენტია.

ბაზასთან ახლოს განლაგებული ქალაქ პეერის მცხოვრებლებმა სამხედრო ობიექტის თავზე სულ მცირე ექვსი დრონის შენიშნეს. პოლიცია ადგილზე მალევე გამოცხადდა და ცაში დრონების ყოფნა დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დრონების გამო ბრიუსელისა და ლიეჟის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.