ცნობილი ადვოკატი მოულოდნელად გარდაიცვალა
1756380655
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინეაპოლისის კათოლიკურ სკოლაზე თავდასხმას ორი ბავშვი ემსხვერპლა და 17 დაიჭრა. გარდაცვლილები 8 და 10 წლის მოსწავლეები არიან.
ახალგაზრდამ ცეცხლი იმ დროს გახსნა, როდესაც სკოლის ეკლესიაში მოსწავლეები წირვას ესწრებოდნენ.
23 წლის თავდამსხმელმა, რობინ ვესტმენმა, სროლის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
FBI მომხდარს სიძულვილით მოტივირებულ ძალადობრივ აქტად მოიხსენიებს. მომხდარს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპის განკარგულებით, გლოვის ნიშნად, თეთრ სახლზე დროშები ნახევრად დაუშვეს.