გოგა მანიამ დაასახელა ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში წარმატება ელის
1756322834
ორი კვირის წინ, ყირგიზეთის მთებში ჩარჩენილი 47 წლის ალპინისტი ქალი, თერმული სკანირების შემდეგ გარდაცვლილად ითვლება.
ამის შესახებ dailymail-ი ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე, ქალის ვაჟი სამაშველო ოპერაციის განახლებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ დედამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
ყირგიზეთის ხელისუფლებამ, ორშაბათს, ცუდი ამინდის გამო, 47 წლის ნატაშა ნაგოვიცინას "პობედას" მწვერვალიდან გადარჩენის მცდელობები შეწყვიტა. ის 14 დღის წინ, 7 445 მეტრის სიმაღლეზე, ფეხის მოტეხილობის გამო უგონოდ იყო. სამაშველო ჯგუფის ლიდერების განცხადებით, არ სჯეროდათ, რომ ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.