გოგა მანიამ დაასახელა ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში წარმატება ელის
1756322834
ადვოკატი გოჩა გორდელაძე მოულოდნელად, დღეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „გურიის მოამბე“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადვოკატი გუშინ, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე, სხდომათა დარბაზში გახდა შეუძლოდ, რის გამოც მოსამართლემ სხდომა შეწყვიტა, თავად ბატონი გოჩა კი, სასამართლოდან, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაემგზავრა.
წუხელ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა მივიდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გოჩა გორდელაძე საადვოკატო საქმიანობას ბოლო წლებში ეწეოდა.