აშშ-ში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

აშშ აქცია

ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის (ICE) მასშტაბურ რეიდებს საპროტესტო აქციები მოჰყვა.

6 ივნისს, ICE-ს თანამშრომლებმა, რომელთა ამოცანაც არალეგალი მიგრანტების დაკავება და დეპორტაციაა 44 ადამიანი დაიჭირეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაკავებისას ინსპექტორები ცრემლსადენი აირი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

ამის გამო 300-მდე დემონსტრანტი ქალაქის ცენტრში შეიკრიბა. მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. Reuters-ის ცნობით, აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციის მიმართულებით ბეტონის ნატეხებს ისროდა, რის გამოც ოფიცრებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ინფორმაცია აქციაზე დაკავებულების შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.