აშშ-მა პალესტინელ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-მა პალესტინელ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პალესტინის გამათავისუფლებელი ორგანიზაციის წევრები ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ, რადგან ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ისინი ძირს უთხრიან სამშვიდობო ძალისხმევას, იმ დროს, როდესაც აშშ ცდილობს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

სანქცირებულთა სია არ გასაჯაროებულა.

სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ სანქცირებული პირები აშშ-ის ვიზების მიღებას ვერ შეძლებენ.