ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს
1747917960
აშშ-ის სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება შეაჩერა.
აშშ-ის ოლქის მოსამართლემ, ელისონ ბაროუზმა, რომელიც ამ თანამდებობაზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას დანიშნულია, დროებითი შემზღუდველი ორდერი გამოსცა.
ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის კონსტიტუციისა და სხვა ფედერალური კანონების დარღვევად მიიჩნევს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა.