1781384192
აშშ ებოლას აფეთქებასთან საბრძოლველად კიდევ 50 მილიონ დოლარს გამოყოფს - Reuters
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავს 50 მილიონი დოლარის გამოყოფას ეპიდემიური მზადყოფნის ინოვაციების კოალიციისთვის, რათა შეიმუშაონ სამედიცინო რეაგირება ებოლას ვირუსის იშვიათი შტამის წინააღმდეგ, რომელმაც აფრიკაში დაავადების აფეთქება გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაფინანსება მოხმარდება ლაბორატორიულ და კლინიკურ კვლევებს, ასევე ებოლას ვირუსის "ბუნდიბუგიოს" შტამთან საბრძოლველად წამლის კანდიდატების წარმოებას.
განცხადების თანახმად, ახალი ინვესტიცია, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ებოლას წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილი პირდაპირი დაფინანსების მთლიან მოცულობას, 270 მილიონ დოლარამდე ზრდის.
ეპიდემიური მზადყოფნის ინოვაციების კოალიციის განცხადებით, მათ უკვე გამოყვეს 60 მილიონ დოლარზე მეტი შემუშავების პროცესში მყოფი ოთხი ვაქცინის კანდიდატის პორტფელის მხარდასაჭერად და სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ.











