გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
ამერიკელმა მხატვარმა და მიკოლოგმა სემ შუმეიკერმა ლოს-ანჯელესიდან სოკოს მიცელიუმისგან კაიაკი ააშენა, რომლითაც ოკეანეში 42 კილომეტრი გაიარა.
The Guardian-ის ცნობით, შუმეიკერი სხვადასხვა ნივთის დამზადებისთვის მიცელიუმის პოტენციალს სწავლობს. 2024 წელს მან პირველად ააწყო ნავი ამ მასალისგან. მეცნიერმა სოკო კანაფის სუბსტრატში გაზარდა, შემდეგ გააშრო და კაიაკი დაამზადა.
მეორე ნავზე მუშაობა მხატვარმა ივნისში დაასრულა. სოკოს 6 კვირის განმავლობაში ზრდიდა, მის დაშრობასა და კონსტრუქციას კი კიდევ 3 თვე მოანდომა. მზა კონსტრუქციის წონამ 48 კილოგრამი შეადგინა.
აგვისტოს დასაწყისში კი შუმეიკერმა კატალინას კუნძულიდან სან-პედროს მიმართულებით გაცურა. 42-კილომეტრიანი დისტანციის დასაფარად მას 12 საათი დასჭირდა, რითაც სოკოს მიცელიუმის კაიაკით ცურვის ხანგრძლივობაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.