„თბილისობის“ გამო, საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება - დეტალურად
1757522939
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პოლონეთს სოლიდარობა გამოუცხადა და უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას მიუღებელი უწოდა.
როგორც ვიქტორ ორბანმა განაცხადა, პოლონეთში მომხდარი ინციდენტი აჩვენებს იმ პოლიტიკის „გონივრულობასა და რაციონალურობას“, რომელიც გულისხმობს „მშვიდობისკენ მოწოდებებს“.
„ომის ჩრდილში ცხოვრება დაკავშირებულია საფრთხეებთან და საშიშროებებთან. მოვიდა დრო, ამას ბოლო მოეღოს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ორბანის განცხადებით, უნგრეთი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მშვიდობის დამყარებისკენ.