1757679034
ამერიკელმა კონგრესმენმა ჩარლი კირკის მკვლელობის ამსახველი ვიდეოს და სიძულვილის შემცველი პოსტების წაშლის თხოვნით სოციალურ მედია პლატფორმებს მიმართა

ამერიკელმა კონგრესმენმა ანა პოლინა ლუნამ კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის ამსახველი ვიდეოს და სიძულვილის შემცველი პოსტების წაშლის თხოვნით სოციალურ მედია პლატფორმებს მიმართა.
ანა პოლინა ლუნა აცხადებს, რომ კონტენტის მოდერაციის მიზნით თანამშრომლობს მეტასთან, ტიკ-ტოკთან, „ეფლთან“ და კომუნიკაციების ფედერალურ კომისიასთან.
წარმომადგენელთა პალატის წევრი აცხადებს, რომ ჩარლი კირკის მკვლელობას სოციალური მედიის ზოგიერთი მომხმარებელი, ძალადობის წაქეზებისა და მუქარის მიზნით იყენებს.
There has been full cooperation from every company I’ve contacted so far regarding the enforcement of their social media policies and terms of service on the gross exploitation of Charlie Kirk’s assassination, as well as posts inciting violence against other conservative leaders…
— Rep. Anna Paulina Luna (@RepLuna) September 11, 2025