ამერიკელი სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონის კენჭისყრა უნდა დაჩქარდეს, რადგან ვლადიმერ პუტინი დამატებით დროს არ იმსახურებს

რიჩარდ ბლუმენთალი

ამერიკელი სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონის კენჭისყრა უნდა დაჩქარდეს, რადგანაც მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი „დამატებით დროს არ იმსახურებს“. ბლუმენტალმა ეს კომენტარი უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას გააკეთა.

ბლუმენთალის თწმით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება ხელს შეუწყობს რუსეთში ომის შეჩერებას.

„ვლადიმერ პუტინი არ იმსახურებს დამატებით დროს, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ სანქციების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა. ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია, მაგრამ მე მხარს ვუჭერ, რომ სანქციები იყოს 500%-იანი და არა 100%-იანი,“ – განაცხადა სენატორმა.

მისივე თქმით, ამჟამად სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს 85-ი კანონმდებელი უჭერს მხარს და მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 90 ხმის მიღებაც.