1757600100
ალბანეთში მდიდრული რომაული აკლდამა აღმოაჩინეს

ალბანეთში, სოფელ სტრიკჩანში მონუმენტური რომაული აკლდამა აღმოაჩინეს, რომელსაც ბალკანეთზე ანალოგი არ აქვს.
Reuters-ის ცნობით, ადგილობრივებმა სამშენებლო ბლოკების გროვა შეამჩნიეს, რის შესახებაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეატყობინებს. ადგილზე მისულმა არქეოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა კი დადგინდეს, რომ მათ დანგრეული რომაული აკლდამა იპოვეს.
მათი შეფასებით, მიწისქვეშა კამერა ახალი წელთაღრიცხვით III–IV საუკუნეებში აშენდა, როდესაც ტერიტორია რომაული პროვინცია ილირიკის ნაწილი იყო. აკლდამის კედლებზე შენარჩუნებულია ორენოვანი წარწერები - ბერძნულსა და ლათინურზე, რომელთა მიხედვითაც აქ ვინმე გელიანო დაკრძალეს.
იმის მიუხედავად, რომ აკლდამა სულ მცირე ორჯერ გაძარცვეს, არქეოლოგებმა მასში რამდენიმე ფასეული არტეფაქტი მაინც აღმოაჩინეს: დანები, შუშის თეფშები და ოქროთი მოქარგული ნაჭრის ფრაგმენტი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გელიანო მაღალი სოციალური სტატუსითა და სიმდიდრით გამოირჩეოდა.