ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება

გაერო

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სხდომა ირანის მოთხოვნის საფუძველზე ჩაინიშნა, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის სამხედრო ობიექტებსა და მაღალჩინოსნებზე დარტყმები განახორციელა.

ბოლო მონაცემებით, ლიკვიდირებულია, სულ მცირე, 20 სამხედრო მაღალჩინოსანი.