1749646774
აჰმადაბადის აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია, დაშავებულთათვის მწვანე დერეფანი გაკეთდა... - ახალი დეტალები ტრაგედიის ადგილიდან

ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თვითმფრინავი ლონდონში ასრულებდა რეისს.
Times of India-ს ინფორმაციით, დაშავებული პაციენტების გადასაყვანად მწვანე დერეფანი გაკეთდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
BBC-ის ცნობით, კატასტროფა ლაინერის აფრენისას მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავთან კავშირი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიკარგა - ის 190 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.
ამ დროისთვის აჰმადაბადის აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია.