მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
თიანეთის მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან - პარალელურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და იწმინდება შიდა გზები. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და სამუშაოებში ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს ინტენსიურად ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი განმარტებით, ძლიერი წვიმისგან მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის.