„იწყება 24 ოქტომბრიდან... აკრძალულია ეს ქმედებები" - ანზორ ოდიშარიას მიმართვა
1792528771
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპს დაავალა, ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) წინააღმდეგ ჩვენება 11 დეკემბრამდე მისცეს.
საქმე ეხება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ცილისწამების ბრალდებით შეტანის სარჩელს, სადაც ის კომპანიისგან კომპენსაციის სახით 10 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს.
მედიის ცნობით, აშშ-ის მაგისტრატმა მოსამართლემ, ენჟოლიკ ლეტმა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული გადაწყვეტილებით, ტრამპს დაავალა, „ბიბისის“ ადვოკატების კითხვებს უპასუხოს.
ცნობისთვის, 2025 წლის 10 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეცდომაში შემყვანი ფორმით გაშუქებული სიუჟეტის გამო BBC-ს 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელით დაემუქრა. მუქარა სატელევიზიო პროგრამის, პანორამის ერთ-ერთ დოკუმენტურ ეპიზოდში BBC-ის მიერ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვის შეცდომაში შემყვანი ფორმით გაშუქებას უკავშირდებოდა.
ბრიტანული გაზეთის, „ტელეგრაფის“ მიერ მოპოვებული „ბიბისის“ შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ.
მოგვიანებით „ბიბისის“ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ გადაცემამ „არასწორი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირი მოწოდება გააკეთა ძალადობრივი ქმედებებისკენ“.