„ხატის წინაშე ვიფიცებ...“ - ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1747770750
კახეთის რეგიონში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს, დაზარალებული გოგონა კი, ოჯახიდან გაყვანილია. მამაკაცი წარსულში ნასამართლევია, მის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, პირობითი სასჯელი იყო გამოყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდზე მამაკაცი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა.
მას გოგონა იმ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაჰყავდა, სადაც თავად იყო დასაქმებული. ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა დედასაც, რომელსაც კაცი მოკვლით ემუქრებოდა.
ბავშვმა მომხდარი საკუთარ დეიდას უამბო, რის შემდეგაც კაცი პოლიციამ დააკავა.