1755889060
რაჭაში ნათესავებმა ნათესავი შეშის ნაჭრით მოკლეს

რაჭაში ნათესავებმა ნათესავი შეშის ნაჭრით მოკლეს. შემთხვევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისაში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ნათესავების ოჯახში საქეიფოდ იმყოფებოდა, სადაც სუფრასთან მყოფ პირებს შორის კონფლიქტი მოხდა.
მათივე თქმით, ორმა პირმა მამაკაცს თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყა, შემდეგ სისხლი მობანა და ქუჩაში გადააგდო.
მამაკაცი საქართველოში ერთი წლის წინ რუსეთიდან დაბრუნდა და მკვლელობის სავარაუდო ჩამდენებთან მეგობრობულ ურთიერთობაში იმყოფებოდა.
მკვლელობის ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. დანაშაული 2 დღის წინ მოხდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.