ტრამპმა „ტიკ-ტოკის“ პოტენციური აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გადადო

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აპლიკაცია „ტიკ-ტოკის“ პოტენციური აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გადადო და ვადა 16 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბრძანების თანახმად, ტრამპმა ფედერალურ ორგანოებს დავალება მისცა, რომ არ აამოქმედონ კანონი, რომელიც „ტიკ-ტოკს“ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნევს ჩინეთთან კავშირის გამო.

2025 წლის იანვრის შემდეგ დონალდ ტრამპმა ვადა უკვე მეოთხედ გაახანგრძლივა.

ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთის შორის „ტიკ-ტოკის“ შესახებ ჩარჩო შეთანხმება მიღწეულია, რომლის მიხედვითაც, აპლიკაცია აშშ-ში ფუნქციონირებას განაგრძობს.

ამჟამად მოქმედი კანონი „ტიკ-ტოკს“ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნევს ჩინურ კომპანიასთან კავშირის გამო. შედეგად, აპლიკაციას აშშ-ის ტერიტორიაზე გაუქმება ემუქრება.