„ძალიან ასაიდუმლოებ?“ - რა ხდება ბაბი კირკიტაძის პირადში
1745778041
ომაიმა ნელსონის სახელი მსოფლიომ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა მეუღლე მოკლა, შემდეგ მისი სხეულის ნაწილები მოხარშა.
ომაიმა ნელსონი ყოფილი მოდელია. 1993 წელს მას პოლიციამ მეუღლის, 56 წლის უილიამის მკვლელობაში დასდო ბრალი. მეუღლის მკვლელობის დროს ომაიმა მხოლოდ და მხოლოდ 23 წლისი იყო. ფსიქიატრმა, რომელმაც სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა, თქვა, რომ ომაიმა ნელსონი მკვლელობის დროს ფსიქოზითა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯებოდა.
პოლიციის განცხადებით, მადლიერების დღეს, ნელსონი უილიამს თავს მაკრატლით დაესხა. შემდეგ მეუღლეს თავი და სასქესო ორგანო მოაჭრა. ქმრის ხელები მან ზეთში შეწვა, თავი კი მოხარშა და საყინულეში შედო.
ნელსონის თქმით, ეს თავდაცვის მიზნით გააკეთა, რადგან მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ქმარმა სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენა.
თუმცა, ნელსონის ადვოკატმა 2006 წელს განაცხადა, რომ ომაიმამ ქმარი შემდეგ ცხოვრებაში მასთან მოხვედრის მიზნით მოკლა, როგორც თავად ამბობდა, რიტუალი ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით ჩაატარა.
...
ომაიმა ნელსონი ეგვიპტიდან აშშ-ში საცხოვრებლად 1980-იან წლებში გადმოვიდა. კალიფორნიაში ცხოვრების დროს მან მომავალი მეუღლე უილიამ ნელსონი გაიცნო. წყვილმა შეხვედრიდან რამდენიმე თვეში იქორწინა.
ჩვენებაში ნელსონმა აღნიშნა, რომ აშშ-ში გადმოსვლის შემდეგ, მასზე სექსუალურად რამდენიმე მამაკაცმა იძალადა, მათ შორის, უილიამ ნელსონიც იყო.
ყოფილ მოდელს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
2006 წელს მას უარი უთხრეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე. ომაიმა ნელსონი 2026 წელს ისევ მოითხოვს უფლება მოითხოვოს, პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
.