ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
ესპანეთის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელმაც საკუთარი შვილი გაყიდა. სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ქალმა ბავშვი ჯერ გაყიდა, შემდეგ კი შვილის უკან დაბრუნება მოინდომა, თუმცა მყიდველებმა მას შვილში უფრო დიდი თანხა მოსთხოვეს. ამ უცნაური ისტორიის შესახებ El Caso წერს.
ბავშვის დედის ნაამბობის მიხედვით, ის ჯერ კიდევ ფეხმძიმე, ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდა მამაკაცს, რომელიც დაჰპირდა რომ წაიყვანდა მას სხვა ქალაქში და იზრუნებდა მასზე და მის შვილზე, თუმცა როცა უკან მადრიდში დაბრუნება გადაწყვიტა, მამაკაცმა მას შვილის გამოსასყიდი თანხა, 3000 ევრო მოსთხოვა.
ქალის ნაამბობისგან განსხვავებული ვერსია აქვს პოლიციას. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ოფიციალურად იყო რეგისტრირებული ბავშვის მამად, რომელმაც დედას შვილის მასთან დატოვებისთვის 2000 ევრო გადასცა. ერთი თვის შემდეგ დედამ ქალიშვილის უკან დაბრუნება გადაწყვიტა, ხოლო ამჯერად მამამ და მისმა ოჯახმა დედას ბავშვის გადაცემის საფასური - 3000 ევრო მოსთხოვეს.
გამოძიების შედეგად, ბავშვის გაყიდვასა და შემდეგ გამოსყიდვაში მონაწილე დედა და კიდევ 4 პირი დააკავეს. პატარა გოგონა კი სოციალურ სამსახურში გადაიყვანეს. ასევე გაირკვა, რომ დედას მანამდე მეურვეობის ორგანოებმა 6 შვილი ჩამოართვა.