მუხიანში კაცს თავის არეში დაზიანებები მიაყენეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

პოლიცია

მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს ეზოში დახვდნენ.

მეზობლები ჰყვებიან, რომ გაიგეს ხმა, როგორ ითხოვდა დახმარებას კაცი, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დაზარალებული კაცი გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ის ამბობს, რომ დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო.

როგორც ,,პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 120-ე მუხლით არის დაწყებული.